მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ვახტანგ გომელაური არასწორს უწოდებს ინფორმაციას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე რიგი მტკიცებულებები გაყალბდა და გარდაცვლილის ტელეფონი გამომძიებელ სერგო შუბითიძეს დაულუქავი მიუტანეს

ნახვები: 575 ვახტანგ გომელაური არასწორს უწოდებს ინფორმაციას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე რიგი მტკიცებულებები გაყალბდა და გარდაცვლილის ტელეფონი გამომძიებელ სერგო შუბითიძეს დაულუქავი მიუტანეს

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური არასწორს უწოდებს ინფორმაციას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე რიგი მტკიცებულებები გაყალბდა და გარდაცვლილის ტელეფონი გამომძიებელ სერგო შუბითიძეს დაულუქავი მიუტანეს.

როგორც გომელაური განმარტავს, გარდაცვლილის ყველა ნივთი, მათ შორის ტელეფონი, შემთხვევის ადგილზევე დაილუქა, რაც ვიდეო-კამერითაა გადაღებული.

„მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა. ეს ყველაფერი კანონიერად გაკეთდა. იქვე დაილუქა ტელეფონი. ეს გადაღებულია. ჩვენი საექსპერტო სამსახური უწყვეტი კადრებით იღებდა. ფაქტები გვაქვს და პროკურატურას გადავცემთ, თუ გადავეცით, არ მახსოვს. ადგილზე ამოღებული ყველა ნივთი, რაც მას თან ჰქონდა, მათ შორის გარდაცვლილის ტელეფონი, ადგილზე დაილუქა, კამერების წინ. საიდან მოიტანა [სერგო შუბითიძემ], რომ გახსნეს და შემდეგ მიუტანეს ტელეფონი, დალუქეო, არ ვიცი. დაველოდოთ პროკურატურას“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელმაც ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა