მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

გიორგი ვაშაძე - მადლობა არახამიას, რომ ქართველი ხალხის არჩევანს ჩვენთან ერთად იცავს და მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

ნახვები: 509 გიორგი ვაშაძე - მადლობა არახამიას, რომ ქართველი ხალხის არჩევანს ჩვენთან ერთად იცავს და მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

მადლობა არახამიას, რომ ქართველი ხალხის არჩევანს ჩვენთან ერთად იცავს და მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დავით არახამია საქართველოსთან დაკავშირებით ბევრ ღირსეულ ნაბიჯს გადადგამს.

„ოპოზიციის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია გამოხატულია ოფიციალურ დოკუმენტებში. „ალდეს“ რეზოლუციითაც კი არის გამოხატული, რომ მიუხედავად იმ მავნებლობისა, რასაც პრორუსული „ქართული ოცნება“ აკეთებს, საქართველომ იქნებ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. დავით არახამია არის საქართველოდან, აფხაზეთიდან დევნილი ჩვენი თანამემამულე და დარწმუნებული ვარ, ის ბევრ ღირსეულ ნაბიჯს გადადგამს საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძეს კითხვით მიმართეს, რას ფიქრობს არახამიას ქართულ პოლიტიკაში ჩართვაზე.

„დავით არახამიას ფაქტორი ელეთმელეთივით აშინებს „ქართულ ოცნებას“. ამიტომ იყო შეთითხნილი ბრალდება – ჩემი გვარი რომ დააკავშირეს მასთან ერთად რაღაც დანაშაულებრივ სქემას. ძალიან მალე, ბევრ სიახლეს გაიგებთ, ვინ დგას დანაშაულის უკან. ქართულ პოლიტიკას რაც შეეხება, მან თავად განაცხადა, რომ ამას არ აპირებს. ამიტომ ზღაპრებს რომ მოვეშვათ, მისი კომენტარი ნახეთ“, – აღნიშნა ვაშაძემ კითხვის საპასუხოდ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა