მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

თავდაცვის მინისტრი - წელს ვიღებთ მონაწილეობას დაახლოებით 20 საერთაშორისო სწავლებაში

ნახვები: 451 თავდაცვის მინისტრი - წელს ვიღებთ მონაწილეობას დაახლოებით 20 საერთაშორისო სწავლებაში

ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და სხვათა შორის, იმ ხალხის მიერ წამოწყებული კამპანია, ვინც თავს დებს, რომ ჯარი უყვარს და ჯარზე ზრუნავს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საერთაშორისო სწავლებაში, „დამცველი 2023“ საქართველოს არ  მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მიმდინარე პერიოდში საქართველო გერმანიასა და თურქეთში ორ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობს.

„შარშან გვქონდა რეკორდული შედეგი, როდესაც ვუმასპინძლეთ ექვს საერთაშორისო სწავლებას. წელს ვიღებთ დაახლოებით 20 საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას. ეს კონკრეტული შემთხვევა, რომელიც უკავშირდებოდა მხოლოდ ლოჯისტიკური ხარჯების მიმართულებით რამდენიმე მილიონის ხარჯს. რა თქმა უნდა, პარტნიორებმა გვირჩიეს, რომ ეს იქნებოდა ჩვენის მხრივ არაგონივრული ნაბიჯი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ბურჭულაძის განცხადებით, რამდენიმე მილიონის დახარჯვა რომელიმე კონკრეტული სწავლების ლოჯისტიკურ ხარჯებში არ არის გამართლებული, რადგან ამ სახსრებით ფინანსდება სოციალური საკითხები, შეიარაღება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა