თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

„თავდასხმა ცოტა სხვაგვარი შემთხვევა“ - მიხეილ სარჯველაძე დმანისში ენმ-ს მხარდამჭერების დაჭრაზე

ნახვები: 443 „თავდასხმა ცოტა სხვაგვარი შემთხვევა“ - მიხეილ სარჯველაძე დმანისში ენმ-ს მხარდამჭერების დაჭრაზე

„თავდასხმა არის ცოტა სხვა ვითარება და სხვაგვარი შემთხვევა", - განაცხადა დღეს, 22 სექტემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე მიხეილ სარჯველაძე დმანასში ენმ-ის მხარდამჭერების დაჭრის კომენტირებისას.

სარჯველაძე ძალადობას არ ამართლებს, მაგრამ ფაქტს თავდასხმას ვერ უწოდებს, რადგან მისი თქმით, ეს იყო ძალადობის პროვოცირება.

"სიტყვა „თავდასხმა", ვფიქრობ, არასწორად არის გამოყენებული. იქ საუბარი იყო, მაგალითად, პროვოცირებაზე, სამართალდარღვევის, ძალადობის პროვოცირებაზე და ა.შ. თავდასხმა არის ცოტა სხვა ვითარება და სხვაგვარი შემთხვევა. ძალადობას არცერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება. მე ვფიქრობ, რომ პირები, ვინც დაკავებულნი არიან, მათი მხრიდანაც კარგად არის გააზრებული", - განაცხადა სარჯველაძემ

შეგახსენებთ:

დმანისში წინასაარჩევნო შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დაჭრის გამო "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი , 1993 წელს დაბადებული დავით დაუთაშვილი დააკავეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა