მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება

ნახვები: 527 თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. როგორც საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი თურქეთიდან იუწყება, ამის შესახებ თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ, აჰმეთ იენერმა განაცხადა.

აჰმეთ იენერის თქმით, დღეიდან მეორე ტურის საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. უმაღლესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ 14 მაისის არჩევნებზე დაფიქსირდა მაღალი აქტივობა, რომელმაც 88, 92% შეადგინა.

მეორე ტურში ორი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ მიიღებენ მონაწილეობას. ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, თურქეთის მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხმათა 49.50 %, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს კი, 44,89% აქვს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა