საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

შარლ მიშელი - რიგ ქვეყნებში არის ბიზნესმოდელები ოლიგარქებით, რომლებიც დაახლოებულნი არიან რუსეთთან, ყიდულობენ მედიასაშუალებებს, ხელს უწყობენ დესტაბილიზაციური ინფორმაციის გავრცელებას

ნახვები: 532 შარლ მიშელი - რიგ ქვეყნებში არის ბიზნესმოდელები ოლიგარქებით, რომლებიც დაახლოებულნი არიან რუსეთთან, ყიდულობენ მედიასაშუალებებს, ხელს უწყობენ დესტაბილიზაციური ინფორმაციის გავრცელებას

ვფიქრობ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არსებობს გარკვეული მომაკვდინებელი საწამლავი დემოკრატიისთვის და ეს საწამლავი არის კორუფციისა და დეზინფორმაციის კოქტეილი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რეიკიავიკის სამიტზე განაცხადა.

მიშელის თქმით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა არის გარანტია ხარისხის და არადისკრიმინაციულობის.

„ჩვენ ვიცით, რომ რიგ ქვეყნებში არსებობს ბიზნესმოდელები ოლიგარქებით, რომლებიც დაახლოებულნი არიან რუსეთთან და ისინი ყიდულობენ მედიასაშუალებებს, პოლიტიკოსებს, ხელს უწყობენ დეზინფორმაციასა და დესტაბილიზაციური ინფორმაციის გავრცელებას. ამის ანტიდოტი დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობაა, რომელიც არის გარანტია ხარისხის და არადისკრიმინაციულობის“, – განაცხადა მიშელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა