მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციაში ძალიან კარგად იცოდნენ, რომ არცერთ უცხოელ აგენტს არ ავირჩევდით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

ნახვები: 444 ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციაში ძალიან კარგად იცოდნენ, რომ არცერთ უცხოელ აგენტს არ ავირჩევდით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იყო კონსულტაციების იმიტაცია და არა რეალური კონსულტაციები.

მისივე თქმით, მათ მხარდაჭერის არავითარი მზაობა არ ჰქონდათ.

„კონსულტაციები წარმოებდა ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის პლენარულ სხდომათა დარბაზშიც კი წარიმართებოდა კონსულტაციები. ჩვენ ვიყავით ძალიან გახსნილი. რადიკალურ ოპოზიციას რაც შეეხება, სინამდვილეში, მას ჰქონდა კონსულტაციების იმიტაცია. ეს გამოჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ მათ მხარდაჭერის არავითარი მზაობა არ ჰქონდათ. ერთადერთი, ვისაც ისინი უჭერდნენ მხარს სახალხო დამცველის არჩევის დროს, ესენი იყვნენ უცხოელი აგენტები, რამდენიმე ასეთი კანდიდატი იყო, არავის სხვას არ უჭერდნენ მხარს. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ უცხოელ აგენტს არ ავირჩევდით სახალხო დამცველად და ასევე, როდესაც საქმე ეხება იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, მხოლოდ უცხოელ აგენტებს უჭერდნენ მხარს. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ არცერთ უცხოელ აგენტს არ ავირჩევდით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ეს იყო კონსულტაციების იმიტაცია და არა რეალური კონსულტაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა