კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იტალიაში წყალდიდობას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ნახვები: 547 იტალიაში წყალდიდობას 13 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში, ძლიერი წვიმის გამო, ემილია-რომანიას რეგიონში 20-ზე მეტი მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა, დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი, ათასობით მოქალაქე კი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი მილიარდობით ევროს აღწევს. განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა სოფლის მეურნეობა.

კოკისპირულმა წვიმებმა რეგიონში 300-მდე მეწყერი და 23 მდინარის ადიდება გამოიწვია. 400-მდე გზა დაზიანდა ან განადგურდა და 42 მუნიციპალიტეტი დაიტბორა.

სულ მცირე 10 000 ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა, დატბორილ რაიონებში დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

წყალდიდობისგან მნიშვნელოვნად დაზარალებული ქალაქის, რავენას მერმა, BBC-ს განუცხადა, რომ ეს ბოლო საუკუნის განმავლობაში ყველაზე საშინელი კატასტროფაა.

მთავრობამ, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად დამატებით 20 მილიონი ევროს გამოყოფის პირობა დადო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა