დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

შეკრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა

ნახვები: 526 შეკრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა კვიპროსთან (17 ივნისი) და შოტლანდიასთან  (20 ივნისი) მატჩებისთვის თბილისში მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყო.

„დინამო თბილისის“ ბაზაზე გამართულ საწვრთნელ პროცესში თერთმეტი ფეხბურთელი მონაწილეობდა: ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, ირაკლი აზაროვი, ლაშა დვალი, ნიკა კვეკვესკირი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ქვილითაია. ლეგიონერების ნაწილი და ეროვნული ლიგიდან გამოძახებული მოთამაშეები ნაკრებს უახლოეს დღეებში შეუერთდებიან.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი მატჩისთვის 25 ფეხბურთელია გამოძახებული.

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი).

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვირკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), ლაშა დვალი (აპოელ-ი, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო თბილისი“), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა).

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ლადო მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“ ბათუმი), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ლევან შენგელია („პანეტოლიკოსი“, საბერძნეთი), საბა ლობჟანიძე („ქარაგუმრუქი“, თურქეთი).

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელ, კვიპროსი).

მატჩების განრიგი

17 ივნისი

22:45 | კვიპროსი – საქართველო

20 ივნისი

22:45 | შოტლანდია – საქართველო

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის მატჩების ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა