მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

კომპანია „უკრჰიდროენერგო“ - კახოვკის ჰიდროელექტროსადგური მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება

ნახვები: 570 კომპანია „უკრჰიდროენერგო“ - კახოვკის ჰიდროელექტროსადგური მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება

სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო კახოვკის ჰიდროელექტროსადგური მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ „უკრჰიდროენერგოს“ პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ვითარების ანალიზს განაგრძობენ. სპეციალისტები მუშაობენ ნგრევის მასშტაბის, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დასაზუსტებლად. ამჟამად წყლის დონე წყალსაცავში მკვეთრად იკლებს, დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია დატბორვის პოტენციური რაიონებიდან.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა