მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ვოლოდიმირ ზელენსკი - შეუძლებელია დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ნახვები: 560 ვოლოდიმირ ზელენსკი - შეუძლებელია დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე

შეუძლებელია დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის, საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ახლა ჩვენ გვჭირდება მკაფიო და სწრაფი რეაგირება მსოფლიოსგან იმაზე, რაც ხდება. შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის, საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე. დაბომბვის მიუხედავად, ჩვენი სამხედრო და სპეცსამსახურები შეძლებისდაგვარად ცდილობენ დახმარებას, მაგრამ საჭიროა ფართომასშტაბიანი ძალისხმევა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორიცაა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, დაუყოვნებლივი ჩართულობა სამაშველო პროცესში.

„ახლა თუ არ არის საერთაშორისო ორგანიზაცია სტიქიის ზონაში, ეს ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ არსებობს და უუნაროა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახლა მსოფლიოს ყურადღება უნდა გამახვილდეს რუსეთის მიერ მორიგი კატასტროფის შედეგების აღმოფხვრაზე.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა