თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თბილისის მერია - სასამართლომ ცინცაძის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა ძალაში დატოვა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომპანია მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე უარს აცხადებს

ნახვები: 617 თბილისის მერია - სასამართლომ ცინცაძის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა ძალაში დატოვა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომპანია მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე უარს აცხადებს

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ცინცაძის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა ინვესტორს სასამართლომ აღუდგინა. მათივე თქმით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომპანია მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე უარს აცხადებს.

„2017 წლის ივლისში, წინა მერიის ადმინისტრაციის პერიოდში გაიცა მშენებლობის ნებართვა (ცინცაძის ქუჩა 58ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის თაობაზე. მოსახლეობის საჩივრის საფუძველზე, თბილისის მერიის უკვე ახალმა ადმინისტრაციამ მშენებლობის ნებართვა გააუქმა, რომელიც შემდგომში კომპანიის მიერ განსახილველად სასამართლოს გადაეცა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული მშენებლობის ნებართვა ძალაში დარჩა. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტმა არაერთგზის სცადა კომპანიასთან მოლაპარაკება მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის მიზნით, თუმცა კომპანიამ ყოველ ჯერზე უარი განაცხადა. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია უარს აცხადებს ადგილმონაცვლეობის განხილვაზეც კი. მერიის მიერ უკანასკნელი შეთავაზება კომპანიას მიმდინარე წლის დასაწყისში გაეგზავნა ოფიციალურად. მოლაპარაკების პროცესში მოსახლეობაც ჩართული იყო, თუმცა კომპანია კვლავ უარს ამბობს მონაცვლეობაზე“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ცინცაძის 56 და 58 ნომრებში მცხოვრები მოსახლეობის პროტესტი მეოთხე კვირაა, გრძელდება. ისინი მათი საცხოვრებლების მიმდებარედ ახალი კორპუსის აშენების შესახებ გაცემულ ნებართვას აპროტესტებენ. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მოქალაქეები დღეს დედაქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა