თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პრემიერი - რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს

ნახვები: 600 პრემიერი - რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო რუსეთ-უკრაინის ომს და აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს. მისივე თქმით, საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი ქვეყნის გვერდით.

„ძვირფასო სტუმრებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შეხვედრა ევროპის ისტორიის კრიტიკულ მომენტში მიმდინარეობს. რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს. საქართველო მტკიცედ დგას ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და თავისუფალი სამყაროს გვერდით, უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან. თავისუფალი სამყარო დღეს სერიოზული გლობალური გამოწვევების წინაშეა. რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო ომის დასაწყისი, რომელიც ყველას გვეხება. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველო ძალიან ხშირად განიცდიდა რუსულ აგრესიას.

მოგეხსენებათ, რომ 15 წლის წინ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. ჩვენმა ქვეყანამ დიდი ადამიანური დანაკარგი განიცადა და ჩვენი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ. დაბოლოს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ ყოფნისთვის და გაგიზიაროთ ქართველების მტკიცე რწმენა, რომ ქართველთა მრავალი თაობის მიზნის მიღწევა - ჩვენი ღირსეული ადგილის დაკავება ევროპის დემოკრატიულ ერთა ოჯახში, არა მხოლოდ საქართველოს ინტერესშია, არამედ, ასევე გახდის ამ ოჯახს უფრო ძლიერს და კიდევ უფრო გაერთიანებულს. დიდი მადლობა",- განაცხადა პრემიერმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა