თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მეხის დაცემისას დაშავებული სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ნახვები: 553 მეხის დაცემისას დაშავებული სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკის, გოდერძი აფრასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

„საკმაოდ სერიოზული დაზიანებები მიიღო, შესაბამისად, მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სავარაუდოდ, ჭექა-ქუხილის დროს, ელვით მიიღო დაზიანებები. მეხის დარტყმას რასაც ეძახიან, ეს არის მისი დიაგნოზი. დამწვრობითი შოკია საკმაოდ სერიოზული. როგორც წესი, ჭექა-ქუხილის დროს მეხის დაცემა საკმაოდ სერიოზულ დაზიანებას იწვევს“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა