მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ლაჩინის დერეფანში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ნახვები: 553 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ლაჩინის დერეფანში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე ლაჩინის დერეფანში შექმნილი ვითარების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა.

48 ხმით 16-ის წინააღმდეგ ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმად, შეფერხებულია ხალხისა და საქონლის თავისუფალი, უსაფრთხო გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით და მოუწოდა ბაქოს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ აზერბაიჯანს, მიიწვიოს ევროპის საბჭოს დელეგაცია ლაჩინის დერეფანში და მთიან ყარაბაღში ფაქტების დადგენის მისიით.

„მივიღე დადასტურებული ინფორმაცია ლაჩინის დერეფანში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანმა გზის ორივე მხარეს დაამონტაჟა ბეტონის ბარიერები, რის გამოც მანქანების მოძრაობა შეუძლებელია. ძალიან დამთრგუნველია ამ ამბის მოსმენა დღეს, როდესაც ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ“, – განაცხადა ირლანდიელმა დეპუტატმა, პოლ გავანმა.

პოლ გავანის მიერ მომზადებული მოხსენების საფუძველზე, ამ საკითხზე გადაუდებელი დებატების შემდეგ ასამბლეამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს აქვს „პასუხისმგებლობა, დაიცვას და უზრუნველყოს ყველა ადამიანის უსაფრთხოება, რომელიც ცხოვრობს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა