თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის კონტრშეტევა რუსულმა თავდაცვის ძალებმა შეანელა

ნახვები: 635 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის კონტრშეტევა რუსულმა თავდაცვის ძალებმა შეანელა

უკრაინის კონტრშეტევა რუსულმა თავდაცვის ძალებმა შეანელა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ სურდა, დასავლური იარაღის მიწოდება ბევრად ადრე დაწყებულიყო.

ზელენსკის თქმით, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მისი სამხედროები ვერც კი ფიქრობენ შეტევის დაწყებაზე, რადგან მათ არ აქვთ „შესაბამისი იარაღი“.

„მადლობელი ვარ აშშ-ის, როგორც ჩვენი მხარდაჭერის ლიდერების, მაგრამ მე ვუთხარი მათ, ისევე როგორც ევროპელ ლიდერებს, რომ გვსურს, დავიწყოთ კონტრშეტევა უფრო ადრე და გვჭირდება ყველა იარაღი და რესურსი ამისთვის. რადგან თუ ამას მოგვიანებით დავიწყებთ, ეს პროცესი უფრო ნელა წავა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე არსებული სირთულეები ახლა „შენელებულ“ კონტრშეტევას იწვევს.

„მინდოდა, რომ ჩვენი კონტრშეტევა გაცილებით ადრე მომხდარიყო, რადგან ყველა მიხვდა, რომ თუ კონტრშეტევა მოგვიანებით განვითარდება, მაშინ ჩვენი ტერიტორიის უფრო დიდი ნაწილი დანაღმული იქნება. ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მტერს დროსა და შესაძლებლობას, განათავსოს მეტი ნაღმი და მოამზადოს თავისი თავდაცვითი ხაზები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა თავის თხოვნას ამერიკული წარმოების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შესახებ და აღნიშნა, რომ „ჰაერის დაფარვის გარეშე წარმატებული კონტრშეტევა ძალიან რთულია“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა