თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

იენს სტოლტენბერგი - ზელენსკის თუ სურს ნატო-ს საბჭოს მოწვევა, მას შეუძლია ამის გაკეთება, მისი დაბლოკვა ვერ მოხდება

ნახვები: 540 იენს სტოლტენბერგი - ზელენსკის თუ სურს ნატო-ს საბჭოს მოწვევა, მას შეუძლია ამის გაკეთება, მისი დაბლოკვა ვერ მოხდება

ნატო-ს გენერალურ მდივანს შეუძლია, მოიწვიოს საბჭო და ცალკეული მოკავშირეები ან საბჭოს წევრები მას ვერ დაბლოკავენ. საბჭოს მოწვევა ასევე შეუძლიათ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს კრიზისული კონსულტაციისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის თუ სურს ნატო-ს საბჭოს მოწვევა, მას შეუძლია ამის გაკეთება.

„ვერ მოხდება მისი დაბლოკვა, რადგან ჩვენ ვიკრიბებით როგორც თანასწორები. ჩვენ გადავწყვიტეთ, რას ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ, მათ შორის ისიც, რომ კრიზისული კონსულტაციები შეიძლება, მოიწვიოს ამ საბჭოს ნებისმიერმა წევრმა. ასე რომ, ეს რაღაც ახალი და განსხვავებულია. ეს არის ძლიერი პოლიტიკური ინსტრუმენტი შემდგომი პოლიტიკური ინტეგრაციისა და ასევე მიზნების განსახორციელებლად. ეს არის ერთ-ერთი ელემენტი იმ გადაწყვეტილებების, რომელსაც დღეს ვიღებთ, რათა უკრაინა დაუახლოვდეს ნატო-ს წევრობას და ჩვენ, ყველამ, უნდა დავაფასოთ ეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, გუშინ ნატო-ს მოკავშირეების ჯგუფმა შექმნა კოალიცია, რათა უზრუნველყონ F-16-ის პილოტების წვრთნა უკრაინისთვის.

„ეს არის ნიდერლანდებისა და დანიის ინიციატივა. მივესალმები, რომ კიდევ რამდენიმე მოკავშირე შეუერთდა. ამჟამად მომზადების ზოგიერთი პროცესი უკვე მიმდინარეობს და წვრთნები შეძლებისდაგვარად სწრაფად დაიწყება. მოკავშირეები აცხადებენ, რომ წვრთნები ამ ზაფხულში დაიწყება. კოალიციაში 10-ზე მეტი წევრია. ეს ასევე არის F-16-ების მიწოდებაზე შემდგომ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული. გარანტიები, დოკუმენტები, საბჭოები, შეხვედრები მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე სასწრაფო ამოცანა არის უკრაინის საკმარისი შეიარაღებით უზრუნველყოფა.

შეხვედრებზე ჩვენ მოვისმინეთ ახალი განცხადებები ნატო-ს მოკავშირეებისგან. საფრანგეთმა გადაწყვიტა შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდება, გერმანიამ გამოაცხადა ახალი დიდი პაკეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებით, სამხედრო მანქანებით, აშშ-მა – ახალი დიდი პაკეტი, სხვა მოკავშირეებმაც განაცხადეს დახმარების შესახებ. სასწრაფო ამოცანა არის იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, რადგან უკრაინა თუ ვერ გაიმარჯვებს, ნიშნავს, რომ გაწევრიანების საკითხი საერთოდ აღარ იქნება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა