მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ღია კარის პოლიტიკა ტურისტებისთვის, მათ შორის რუსებისთვის - რა განცხადებას აკეთებს ოკუპირებული ქვეყნის დედაქალაქის მერი?!

ნახვები: 1473 ღია კარის პოლიტიკა ტურისტებისთვის, მათ შორის რუსებისთვის - რა განცხადებას აკეთებს ოკუპირებული ქვეყნის დედაქალაქის მერი?!

საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის, ეს შეიძლება იყოს რუსი, შეიძლება იყოს ამერიკელი, შეიძლება იყოს ევროპელი, საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და ხდება ეკონომიკური განვითარება.

„პრობლემას არ წარმოადგენს ტურისტების შემოსვლა, ჩამობრძანდნენ. ყველაზე მთავარი რა არის - ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას, დაიცვას კანონი. ჩამოვიდნენ, დახარჯონ თანხები. ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის? რეალურად, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს პროტესტი ისევ და ისევ საქართველოს, საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ არის მიმართული. არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, ხდება ეკონომიკური განვითარება. ჩამოდის ტურისტი, დახარჯავს ფულს, წავა და ისევ თავის ქვეყანაში დაბრუნდება. ეს არის ძალიან მარტივი“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პოლიცია ყოველთვის კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რუსეთის მოქალაქე იქნება, აზერბაიჯანის, სომხეთის, ამერიკის თუ სხვა, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებს საქართველოს პოლიცია ყოველთვის. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პოლიციას, შინაგან საქმეთა მინისტრს. ისინი ყოველთვის დგანან საქართველოს სადარაჯოზე, მშვიდობის სადარაჯოზე, იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და თავისი სიცოცხლის ფასად მზად არიან, ქვეყანაში შეინარჩუნონ სიმშვიდე და განვითარება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა