ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ქარსელაძე სტიქიის არეალში ვერტმფრენების ჩაფრენაზე: „არავითარ დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია"

ნახვები: 553 ქარსელაძე სტიქიის არეალში ვერტმფრენების ჩაფრენაზე: „არავითარ დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია"

ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის გამო დაწყებულ სამაშველო ღონისძიებებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვის საკითხზე, ჟურნალისტებმა ჰკითხეს რაჭაში მყოფ ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს. შეკითხვაზე, რა გახდა სტიქიის ზონაში ვერტმფრენების დაგვიანების მიზეზი, მან უპასუხა: „არ ვარ ვერტმფრენის სპეციალისტი, მაგრამ ყველაფერს და მათ შორის, ვერტმფრენსაც გააჩნია სამობილიზაციო პერიოდი. შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს ვადაში ამ სამობილიზაციო პერიოდის გათვალისწინებით, პირველი ვერტმფრენი იყო ადგილზე".

ქარსელაძე აცხადებს, რომ ვერტმფრენს არ დაუგვიანია. „არავითარ დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერს გააჩნია თავისი ობიექტური დრო, ერთი. დაგვიანებაზე საუბარი საერთოდ უადგილოა, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი ბრიგადა, რომელიც უნდა გამოცხადებულიყო, მყისიერი იყო მისი გამოცხადება", - აღნიშნა მან.

ვერტმფრენების დაგვიანების თემაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა: „ინფორმაცია ინციდენტის შესახებ შემოვიდა [3 აგვისტოს] 15:10-ზე, დაუყოვნებლივ დაიგეგმა ვერტმფრენების ჩართულობა. მოგეხსენებათ, ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი. გარდა ამისა, ამინდმაც შეგვიშალა გარკვეულწილად ხელი, თუმცა მფრინავების მართლაც, რომ გმირობის ფასად, შემოაღწია ხეობაში ვერტმფრენმა და დავიწყეთ ევაკუაცია მოსახლეობის".

თემურ მღებრიშვილის თქმით, რთული რელიეფის გათვალისწინებით, სტიქიის არეალში ღამით ვერტმფრენი იმაზე მეტ საქმეს ვერ გააკეთებს, ვიდრე - მეხანძრე-მაშველები.

„რაც შეეხება ვერტმფრენების ასეთ პერიოდში გამოყენებას, დამერწმუნეთ, ასეთ რთულ ხეობაში ღამით, რაც არ უნდა აღჭურვილი იყოს ვერტმფრენი, ძალიან გაჭირდებოდა, ეს იქნებოდა ძალიან არასწორი, რა თქმა უნდა, არაგამართლებული უსაფრთხოების მიზნით. რამეთუ იმაზე მეტ საქმეს, რასაც ადგილზე მეხანძრე-მაშველები აკეთებენ, დამერწმუნეთ, ვერტმფრენი ვერ გააკეთებს, გამომდინარე რთული რელიეფიდან", - განაცხადა მან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა