ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

დავით უსუფაშვილი - ქართველი ხალხი ჯოზეფ ბორელს წელში გამართული ხვდება

ნახვები: 532 დავით უსუფაშვილი - ქართველი ხალხი ჯოზეფ ბორელს წელში გამართული ხვდება

შარშან, როცა კანდიდატის სტატუსი იხილებოდა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყნის საქმე იმ მომენტში ჩაჩეხილიყო. ახლაც, როცა ახალი დედლაინი ახლოვდება, მთავრობა, კონსოლიდაციის ნაცვლად, დესტრუქციაზე მუშაობს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ბორელს და სხვებს ქართველი ხალხის სურვილი ესმით და შუაში ბარიერად აღმართული „ქართული ოცნება“ ევროპული ოჯახის წევრობისკენ პროცესს ვერ შეაფერხებს.

„საქართველო და ქართველი ხალხი ჯოზეფ ბორელს წელში გამართული ხვდება, რადგან ჩვენ ევროკავშირში გვინდა და აქეთ მივდივართ, საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“ კი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ლაპარაკით ხვდებიან, რომელიც ევროპაში სწორედ იმიტომ წავიდა, რომ ბორელსა და სხვებს შეხვედროდა, საქართველოს იმ საკითხებში დახმარებოდა, რომელიც სტატუსს სჭირდება. შარშან, როცა კანდიდატის სტატუსი იხილებოდა და სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყნის საქმე იმ მომენტში ჩაჩეხილიყო და ახლაც, როცა ახალი დედლაინი ახლოვდება, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა კონსოლიდაციაზე მუშაობდეს, დესტრუქციაზე მუშაობს. ასე ხვდებიან ბორელს. კარგი ამბავი ისაა, რომ ბორელს და სხვებს ესმით ქართველი ხალხის სურვილი, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრობა გვინდა, ევროპა ამისთვის მზად არის და შუაში ბარიერად აღმართული „ქართული ოცნება“ ამ პროცესს ვერ შეაფერხებს“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი იგეგმება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა