საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ნიკა მელია - მოსაზრება, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრისას ოპოზიცია სხდომათა დარბაზში არ შევიდეს, ძალიან მძიმეა

ნახვები: 502 ნიკა მელია - მოსაზრება, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრისას ოპოზიცია სხდომათა დარბაზში არ შევიდეს, ძალიან მძიმეა

მოსაზრება, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, ჩემი აზრით, ძალიან მძიმეა გასააზრებლადაც კი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფარული კენჭისყრის პირობებში გამორიცხული არაფერია.

„ფარული კენჭისყრის პირობებში, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ მეორეს მხრივ, მოსაზრება, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, ჩემი აზრით, არის ძალიან მძიმე გასააზრებლადაც კი. შენ თუ ოპოზიცია გქვია და პარლამენტში ხარ წარმოდგენილი და იმდენად უნდობლობაა ერთმანეთისა, რომ სხდომათა დარბაზში იმ შიშით ვერ შედიხარ, რომ ვიღაცამ ხმა არ მისცეს „ქართული ოცნების სასარგებლოდ“, მაშინ იქ აღარ უნდა იყო და ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული,“ - აღნიშნა მელიამ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუკი პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდება, „ქართული ოცნების“ მიზანი, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს, მაინც ვერ შესრულდება.

„არამართლზომიერ, მოღალატეობრივ, არასახელმწიფოებრივ, ნებისმიერ მანკიერ ქმედებას პარტიული კუთვნილება არ აქვს. კი ბატონო, ჩვენ მძიმე პრეცედენტები მოგვისმენია, მთელი „ქართული ოცნება“ დგას მოსყიდვაზე წლების განმავლობაში და ვერავინ ვერავის გარანტორად ვერ ჩაუდგება, რომ ეს შეიძლება გამოირიცხოს. მიზანი, მიღწეული არ იქნება მაინც „ქართული ოცნებისთვის“. რომც მოახერხონ [პრეზიდენტის იმპიჩმენტი] თუ მათ ჰგონიათ, რომ დასავლეთმა კანდიდატის სტატუსი ამით შეიძლება არ მოგვცეს და ქართველი ხალხს ზურგს შეაქცევს, მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება პირიქითი შედეგის მომტანი და ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ წაგებულ თამაშს თამაშობს,“ - განაცხადა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა