Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

სპეცსამსახურები რუსული გავლენების გასანეიტრალებლად არ მოქმედებენ - NGO-ები პარლამენტს მოქმედებისკენ მოუწოდებენ

ნახვები: 474 სპეცსამსახურები რუსული გავლენების გასანეიტრალებლად არ მოქმედებენ - NGO-ები პარლამენტს მოქმედებისკენ მოუწოდებენ

საქართველოს სპეცსამსახურები რუსული გავლენების გასანეიტრალებლად არ მოქმედებენ - არასამთავრობო ორგანიზაციები ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე განცხადებას ავრცელებენ.

არასამთავრობოებისათვის რთულად დასაჯერებელია, რომ სუს-ს ფარცხალაძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ ცნობები არ ჰქონდათ. 

ასეთ ვითარებაში NGO-ების განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა გამოიყენოს საპარლამენტო კონტროლის ყველა მექანიზმი, სუს-მა კი ამომწურავი პასუხები გასცეს კითხვებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს უკავშირდება.

არასამთავრობოები ასევე პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოს სპეცსამსახურები არაეფექტიანი არიან ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში და საჭიროებენ სერიოზულ რეფორმირებას. 

"ოთარ ფარცხალაძე წარსულში არაერთხელ იქნა მხილებული სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენაში, თუმცა მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა, რაც, სავარაუდოდ, სწორედ მისი, როგორც ხელისუფლებასთან, ისე მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან მჭიდრო კავშირებით აიხსნება.

სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ფარცხალაძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ  ინფორმაცია ქართულმა საზოგადოებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან შეიტყო და არა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან (სუს).  რთულად დასაჯერებელია, რომ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ შესაბამის სამსახურებს ამის შესახებ ცნობები არ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ სანქცირების შესახებ ინფორმაცია ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ფაქტზე ეფექტიანი რეაგირება ჯერ არ მოუხდენია, რაც, სავარაუდოდ, ფარცხალაძის გავლენებს უკავშირდება. სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, სამსახურმა ინფორმაციის შესწავლა დაიწყო, თუმცა, ცხადია, ასეთ ვითარებაში არ არსებობს სწრაფი და ობიექტური გამოძიების დაწყებისა და წარმოების მოლოდინი. უფრო მეტიც, შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული პირები აღნიშნული ფაქტის გადაფარვით არიან დაკავებული.

ფარცხალაძესთან დაკავშირებული მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ, სუს-ი მასზე კანონმდებლობით დაკისრებულ ფუნქციას ჯეროვნად არ ასრულებს და მმართველ პარტიასა და მისი დამფუძნებლის უახლოეს გარემოცვაში რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლების ჩანერგვა ადვილად ხდება. აღნიშნული ფაქტი საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს.

ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა  გამოიყენოს   საპარლამენტო კონტროლის ყველა მექანიზმი. სუს-ის უფროსმა ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს კითხვებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს უკავშირდება. ასევე სუს-მა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, კონკრეტულად რა ნაბიჯები იდგმება საქართველოს რუსული სპეცსამსახურების ქსელის გასანეიტრალებლად.

დღეს, როგორც არასოდეს, აშკარაა, რომ საქართველოს სპეცსამსახურები არაეფექტიანი არიან ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში და საჭიროებენ სერიოზულ რეფორმირებას, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების სექტორში დემოკრატიული კონტროლის ქმედითი მექანიზმების დანერგვას". - წერია განცხადებაში.

ხელს აწერენ: 

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო        
  • საზოგადოება და ბანკები
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  • საფარი
  • უფლებები საქართველო
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • დემოკრატიის მცველები
  • სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  • მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (weg) 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა