თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

"ოცნება" დაუკრეფავშია გადასული, ყველგან ძალადობენ, ეს არის მათი ბოლო - ჯაფარიძე

ნახვები: 512 "ოცნება" დაუკრეფავშია გადასული, ყველგან ძალადობენ, ეს არის მათი ბოლო - ჯაფარიძე

"დღეს აქ შევიკრიბეთ ადამიანები, რომლებიც ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს, რომლებიც ვაპროტესტებთ ამ ჭაობში ყოფას, საიდანაც აუცილებლად ამოვალთ ერთად და ვიქნებით გამარჯვებულები", - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს გააკეთა.

მოქალაქეები საპროტესტო აქციით შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს დახვდნენ. როგორც სოფო ჯაფარიძე ამბობს, გომელაურთან ძალიან ბევრი კითხვა აქვს საზოგადოებას, განსაკუთრებით კი, შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. 

"გომელაურის მისამართით კითხვა გვაქვს ძალიან ბევრი და კითხვა გვაქვს მთელ საქართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის შოვის ტრაგედიის გარშემო დასმული კითხვები, რასაც მან აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი და მას პასუხი უნდა მოეთხოვოს.

დღეს აქ შევიკრიბეთ ადამიანები, რომლებიც ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს, რომლებიც ვაპროტესტებთ ამ ჭაობში ყოფას, საიდანაც აუცილებლად ამოვალთ ერთად და ვიქნებით გამარჯვებულები და ეს გამარჯვება ისე ახლოს არის, როგორც არასდროს.

დღეს თქვენ ხედავთ, რომ უკვე "ქართული ოცნება" დაუკრეფავში არის გადასული, ყველგან თავდასხმაზე არიან გადასულები, ეს იყო საკრებულოში, ეს არის აქ და ეს არის მათი ბოლო. ყოველთვის ასე ხდება გადადიან ძალადობაზე და ხედავთ ისინი არიან უკვე მართლა უმართავ პროცესში გადასულები, ისინი არიან გადასულები ძალადობაზე და აუცილებლად ჩვენ გავიმარჯვებთ და აუცილებლად ვიქნებით ძალიან ბევრი და დავამარცხებთ ამ უბედურ რეჟიმს და ამ სიტყვებს ტყუილად არ ვამბობ", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა