თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

არჩილ თალაკვაძე - მელია და ხაბეიშვილი ვერ გამოიძიებენ პოლიტიკურად ვერც ერთ დანაშაულს, ამას გააკეთებს ხელისუფლება კანონისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით

ნახვები: 595 არჩილ თალაკვაძე - მელია და ხაბეიშვილი ვერ გამოიძიებენ პოლიტიკურად ვერც ერთ დანაშაულს, ამას გააკეთებს ხელისუფლება კანონისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით

ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, გვაქვს სრული ლეგიტიმაცია, რომ კანონის შესაბამისად, ვმართოთ ინსტიტუტები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, გლდანში გუშინ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება გააკეთებს ყველაფერს.

„უნდა გაირკვეს, რა მოხდა. ისინი, ვინც წინასწარ შეფასებებს აკეთებენ, გამოძიებას პოლიტიკურად წინ უსწრებენ, რა თქმა უნდა, მათ აქვთ ძალიან ვიწრო და სუბიექტური დღის წესრიგი. ვინც იცნობს კოტე ზარნაძეს, რა თქმა უნდა, მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს ბრალდება არის აბსურდი. კოტე ზარნაძეს რომ დაეკვეთოს ვინმესთვის ძალადობა თავისთავად ეს ბრალდება არის ნონსენსი, თუმცა ვიმეორებ, ყველაფრის გადამოწმება მოხდება. ამ ბრალდებას აჟღერებენ ადამიანები, ვისაც არათუ ვინმეს ცემა, არამედ მკვლელობები აქვთ შეკვეთილი, ადამიანები საერთოდ გააქრეს, ოჯახებს დღემდე არ ჰყავთ ისინი ნაპოვნი და ძალიან ბევრი ამ გუნდიდან პასუხისგებაში იყო მიცემული და პატიმრობაში იყო სწორედ მსგავს საქმეებზე, როდესაც ოპონენტებს იტაცებდნენ, სცემდნენ. ანაკლიაში ვიცით რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანები მოკლეს და ჩაყარეს ზღვაში. ამიტომ მათი მხრიდან ასეთი ბრალდებები არის ცინიკური და ეს ის ხალხია, რომლებიც თავად აკეთებდა ამას, დღეს ცდილობს, ეს სხვას დააბრალოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფომ, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, გააკეთა რეაგირება და დაიწყო გამოძიება.

„ყველაფერი გაირკვევა და წინასწარ პოლიტიკურ გამოძიების გაკეთება ბრალის წაყენება და ადამიანების მსჯავრის გამოტანა, არის „ნაციონალური მოძრაობის“ შინაარსი და მათი სტილი. ასე მართავდნენ ქვეყანას, პოლიტიკოსი რასაც იტყოდა, ის იყო სამართალი. პოლიტიკოსები იდგნენ მაშინ კონსტიტუციაზე და კანონზე მაღლა. დღეს ქვეყანაში აღარ არის ასეთი მმართველობა, არის კანონის უზენაესობა. ვერც მელია და ვერც ხაბეიშვილი ვერ გამოიძიებენ პოლიტიკრად ვერც ერთ დანაშაულს, ამას გააკეთებს ხელისუფლება კანონისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით. საგანგაშოა და შემაშფოთებელია რაც უკვე საჯაროდ გავიგეთ, რომ ადამიანი, ვინც სახელმწიფოს უყენებს ბრალდებას, ნასამართლევია. აქ გამოძიებამ უნდა გადაამოწმოს, რა მოხდა რეალურად. როგორც წესი რადიკალური ოპოზიცია მიმართავს სპეკულაციას და ამასაც იყენებს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის“, – განაცხადათალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა