დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

ანრი ოხანაშვილი - 3 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოზე დასწრების და პოზიციების წარდგენის შესაძლებლობა უმრავლესობის 5 დეპუტატს აქვს - კანონი პრეზიდენტის დასწრების უფლებამოსილებასაც ითვალისწინებს

ნახვები: 478 ანრი ოხანაშვილი - 3 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოზე დასწრების და პოზიციების წარდგენის შესაძლებლობა უმრავლესობის 5 დეპუტატს აქვს - კანონი პრეზიდენტის დასწრების უფლებამოსილებასაც ითვალისწინებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, 3 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოზე დასწრების და პოზიციების წარდგენის შესაძლებლობა უმრავლესობის 5 დეპუტატს - ირაკლი კობახიძეს, ანრი ოხანაშვილს, გიორგი კახიანს, თენგიზ შარმანაშვილს, მიხეილ სარჯველაძეს აქვს. ასევე, კანონი ითვალისწინებს პრეზიდენტის დასწრების უფლებამოსილებასაც.

მისივე თქმით, საოქმო ჩანაწერში წარდგინების ავტორთა და შესაბამისი თანამდებობის პირის მონაწილეობა მითითებულია.

ოხანაშვილი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დაესწრება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას ხუთივე დეპუტატი, ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მისივე თქმით, მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია კონსტიტუციის დარღვევა დადგინდეს.

„კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ როგორც კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს, ასევე შესაბამის პირს, ვისი იმპიჩმენტის საკითხიც განიხილება, აქვთ დასწრების უფლებამოსილება. საქართველოს პარლამენტის წევრებს ჰქონდათ უფლებამოსილება, რომ განესაზღვრათ ვინ იქნებოდნენ წარმომადგენლები და თქვენთვის ცნობილია, რომ 5 დეპუტატს გვაქვს შესაძლებლობა წარვდგეთ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. ხუთივეს გვაქვს შესაძლებლობა და უფლება, რომ დავესწროთ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას და წარვადგინოთ ჩვენი პოზიციები. საბოლოოდ, როგორ შევთანხმდებით, ხუთივე წავალთ თუ იქნება გამონაკლისი, ეს დამოკიდებულია პლენარული სხდომის დღის გრაფიკზე. სამშაბათს გვაქვს პლენარული სხდომა და ამასთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პრეზიდენტს, რომელი თანამდებობის პირის იმპიჩმენტის საკითხიც განიხილება, მას ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება, ამიტომ საოქმო ჩანაწერში მითითებულია, წარდგინების ავტორთა ანუ ჩვენი და შესაბამისი თანამდებობის პირის მონაწილეობა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის. ჩვენ ველოდებით ამ პროცესს, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ სამართლებრივად, კონსტიტუციურ სამართლებრივი გაგებით, კონსტიტუციის ჩანაწერების თანახმად განიხილოს ეს საკითხი და დადგინდეს კონსტიტუციის დარღვევა. ჩვენ გვექნება ეს პოზიცია, რაც ასახულია წარდგინებაში, ეს ხელმისაწვდომია საჯაროდ”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა