მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

გიორგი ვაშაძე - მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ბიუჯეტის პროექტს მხარი დავუჭიროთ ერთ შემთხვევაში - თუ ამ თანხიდან 400 მილიონი მოხმარდება საპენსიო სესხების გასტუმრებას

ნახვები: 588 გიორგი ვაშაძე - მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ბიუჯეტის პროექტს მხარი დავუჭიროთ ერთ შემთხვევაში - თუ ამ თანხიდან 400 მილიონი მოხმარდება საპენსიო სესხების გასტუმრებას

მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, დავუჭიროთ ბიუჯეტის პროექტს მხარი ერთ შემთხვევაში - თუ ამ თანხიდან 400 მილიონი მოხმარდება საპენსიო სესხების გასტუმრებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, ბიუჯეტს აქვს ჭარბი თანხა, რომელიც აუცილებლად უნდა მოხმარდეს პენსიონერების სესხების განულებას.

მისივე თქმით, პენსიონერებს „ლიბერთი ბანკისგან“ სესხები კაბალურ პირობებში აქვთ აღებული.

„ჩვენ, „გამარჯვების კოალიციის“ წევრები, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, დავუჭიროთ ბიუჯეტს მხარი ერთ შემთხვევაში - თუ ამ თანხიდან 400 მილიონი მოხმარდება საპენსიო სესხების გასტუმრებას. ეს არის ჭარბი თანხა, რომელიც მიიღო ბიუჯეტმა და ვფიქრობთ, რომ ყველაზე სწორი იქნება თუ პენსიონერებს გავუსტუმრებთ იმ კატასტროფულ, კაბალურ პირობებში აღებულ ვალებს, რომელიც მათ დღეს აქვთ. დაახლოებით ეს არის 400 მილიონი ლარი. ვფიქრობთ, რომ ყველაზე სწორი იქნება თუ ამ ჭარბ თანხას მოვახმართ პენსიონერებს, ასობით ათას პენსიონერს, რომელსაც დღეს აქვს ვალი ლიბერთი ბანკისგან, კაბალური პირობებით, სამწუხაროდ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ ამ თანხიდან 400 მილიონი იქნება მიმართული პენსიონერების სესხების დასაფარად, ჩვენ მზად ვართ დავუჭიროთ ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა