ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

„ეროვნული შერიგების გზაზე დგას“ - ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილის დაცვაში ერთვება

ნახვები: 402 „ეროვნული შერიგების გზაზე დგას“ - ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილის დაცვაში ერთვება

„ეროვნული შერიგების გზაზე დგას, უნდა რომ თანხმობა იქნეს მიღწეული, პირველ რიგში, ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, შემდეგ ხალხი იყო ამის მამოძრავებელი ძალა და ასეთ შემთხვევაში გამოვა ყველაფერი სასიკეთოდ, რაც ხალხს და საქართველოს სჭირდება," - განაცხადა დღეს, 3 ნოემბერს, უფლებადამცველმა ვალერი გელბახიანმა ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენი საუბრის ერთი ნაწილი ეხებოდა სწორედ სამართლებრივ პრობლემებს. ასევე, მას აინტერესებდა ამ სამართლებრივი პროცესების დაწყებიდან იქნება თუ არა ჩემი მზაობა, რომ ჩავერთო პროცესებში, რაზეც თანხმობა მივეცი," - განაცხადა გელბახიანმა.

შეგახსენებთ: საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და 34-ე დღეა, შიმშილობს.

„თვითონ არის სულიერად მხნედ, მაგრამ დასუსტებულია დაახლოებით, 20 კილოგრამი აქვს დაკლებული. ეროვნული შერიგების გზაზე დგას, უნდა რომ თანხმობა იქნეს მიღწეული პირველ რიგში ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, შემდეგ ხალხი იყო ამის მამოძრავებელი ძალა და ასეთ შემთხვევაში გამოვა ყველაფერი სასიკეთოდ, რაც ხალხს და საქართველოს სჭირდება. ხალხი თვითონ არის თავისი ბედის გადამწყვეტი. ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტი პოზიცია, რომელსაც აცნობიერებს სწორედ ამ კუთხიდან, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისი ბედი და რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ისინი უნდა იდგნენ ქართველ ხალხთან ერთად და მათ შორის, მაგალითს აძლევს ის თავისი პირადი ქცევით, რომ ასეთი თავგანწირვით არის შესაძლებელი, რომ ხალხს რწმენა შევძინოთ, რომ ეს ბრძოლა ღირს - ეს არის მისი პოზიცია" - ამბობს გელბახიანი.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა