თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ხმაური პარლამენტში - "ოცნება" ამტკიცებს, რომ Freeuni და Agruni პრემიერის გადაწყვეტილების დაჩრდილვას ცდილობენ

ნახვები: 489 ხმაური პარლამენტში - "ოცნება" ამტკიცებს, რომ Freeuni და Agruni პრემიერის გადაწყვეტილების დაჩრდილვას ცდილობენ

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - განათლები კომიტეტის სხდომა დაძაბული ვითარების ფონზე მიმდინარებს. "ქართული ოცნების" წარმომადგენელი გივი მიქანაძე აგრარულსა და თავისუფალ უნივერსიტეტს თავს დაესხა და მათ ერთი "წიაღიდან ამოსული" უწოდა.

მიქანაძის თქმით, ორი კერძო უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზანმიმართული იყო, რათა დაეჩრდილათ ხელისუფლების გადადგმული "სწორი ნაბიჯი, რომელიც ბევრ სტუდენტს გზას გაუკვალავდა".

"ძალიან "პოზიტიურად" შეხვდა ორი უნივერსიტეტი ამ ფაქტს, ეს არის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტი, რომელიც ყველამ ვიცით, რომ ერთი წიაღიდან წამოსულია. განაცხადეს უარი და შეეცადნენ, რომ ის პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერმა მიიღო, რაღაცნაირად დაეჩრდილათ. სამწუხაროა, მაგრამ ძალიან სერიოზული საფუძველი მაქვს, რომ ამ ორი უნივერსიტეტის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება მიზანმიმართული იყო , რომელიც ცდილობდა, მართლა დაეჩრდილათ ის გადაწყვეტილება, რომელიც ბევრ ადამიანს გზას უკვალავს - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკურიძის თქმით,  სახელმწიფო უნივერსიტეტებმა პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოიწონეს, რადგან ეს მათთვის მიმზიდველია.

"არავის უთქვამს, რომ 40 მილიონ ლარს გადავიხდით ბიუჯეტიდან, რომ დავალიანების დაფარვა მოხდეს. იყო ნათქვამი, რომ 40 მილიონ ლარია დავალიანება, რომელიც განულდება ანუ სტუდენტებს არ ექნებათ ამ თანხის გადახდის საჭიროება. არ ვიცი თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტმა საბოლოოდ რა გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ვიცი, რომ ყველა სხვა დანარჩენმა თანხმობა განაცხადა, რადგან ეს მათთვის მიმზიდველია.  ვერ ამოიღებდნენ მაგ თანხას. ჩვეულებრივად რომ ყოფილიყო ეს თანხა იქნებოდა წლების განმავლობაში და შემდეგ ჩამოწერა მოუწევდათ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ნატო ჩხეიძის თქმით, 30 000 სტუდენტზე გაცილებით ნაკლები ადამიანი მიიღებს ამ შეთავაზებას.

"30 000 სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, უცბად, ერთი განცხადებით აღუდგა ეს სტატუსი,  ითქვა, რომ 40 მილიონი უნდა გამოყოფილიყო, შემდეგ თქვა, რომ მხოლოდ 20 პროცენტით დააფინანსებდა, არსად არ არის ასახული ეს 20 პროცენტიც. თუ ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს, სად აისახება და როდის, როგორც ვიცით, ყველა უნივერსიტეტი ამაზე თანახმა არ არის, შესაბამისად 30 ათასი სტუდენტი ვერ მიიღებს ამას და მიიღებს გაცილებით ნაკლები - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა