პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მთავარია ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ვიბრძოლოთ - ლაზარე გრიგორიადისის წერილი ციხიდან

ნახვები: 584 მთავარია ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ვიბრძოლოთ - ლაზარე გრიგორიადისის წერილი ციხიდან

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" 7-9 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ციხიდან გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს:

"მარტის აქციაზე ვიყავი იმ მიზეზით, რა მიზეზითაც იყო ყველა სხვა მოქალაქე - ვაპროტესტებდი რუსულ კანონს, რომელიც ჩვენი ევრო ინტეგრაციის გზაზე წარმოშობდა სხვადასხვა პრობლემებს. ჯერ სტატუსის მინიჭებაზე არ მივსულვართ და ხელისუფლებამ გამიზნულად დაიწყო ისეთი ქმედებების ჩადენა, რაც ხელს შეუშლის სტატუსის მინიჭებას. 

ევროპაში ინტეგრაცია, ჩემი აზრით, ბევრ ცვლილებას მოიტანს ადამიანების ცხოვრებაში, რაც თავიდან რთული იქნება, მაგრამ საბოლოოდ შეეხება ეკონომიკას, აამაღლებს სტანდარტებს ყველა სფეროში, იქნება დემოკრატია, რომელსაც მე ამ ხელისუფლების მმართველობაში ვერ ვამჩნევ. ეს ყველაფერი აღიბეჭდება თითოეული ჩვენგანის მატერიალურ მდგომარეობაზე და ერთხელ და სამუდამოდ დავდგებით ცივილიზებული სამყაროს გვერდით, სადაც სასამართლო სამართლიანია, ქვეყანაში არ არის ნეპოტიზმი და კორუფცია, იცავენ თითოეული მოქალაქის უფლებებს განურჩევლად მისი სქესისა, რელიგიისა, ეთნიკური კუთვნილებისა, პოლიტიკური შეხედულებების და ა.შ.

საზოგადოებას ვეტყოდი, რომ ძალაუფლება ჩვენს ხელშია და ის დამოკიდებულება, რომ რა აზრი აქვს, მაინც იმას იზამენ, რაც უნდათ, არასწორია. ხელისუფლებას ძალაუფლება მივეცით ჩვენ, მარტის აქციებიც მოწმობს, რომ შეგვიძლია, გადაწყვეტილებები შევაცვლევინოთ. 

მთავარია, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. რეპრესიებს ახორციელებენ ყველა მხარეს და რაც მეტს გააგრძელებენ, მით უფრო ცუდ შედეგს მიიღებენ იმიტომ, რომ ეს ხალხს აერთიანებს. მთავარია ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ვიბრძოლოთ. 

ხელისუფლება ამდენის უფლებას რომ აძლევს თავს, ჩვენი დანაშაულია. მყიფე და მიზანმიმართული რეაგირება არ ვაჩვენეთ მათ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე, თორემ დღის წესრიგს დღეს ჩვენ მოვიყვანდით. ამ რეალობის შეცვლა კი მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.

Star Wars-იდან ერთი quote მახსენდება: ამბოხებულების პირველი ხომალდი რომ ფრინდება გეილუ ნერსეს ქალიშვილი ეუბნება თავის პატარა გუნდს: მებრძოლი ბრძოლას ერთი ბასრი ჩხირითაც მოიგებს, თუ დასაკარგი არაფერი აქვსო. ამ მენტალიტეტით თუ მივუდგებით, მოგება გარანტირებულია.

მადლობა ყველას თანადგომისთვის. თქვენი გვერდში დგომა დიდ მოტივაციას მაძლევს. წარმატება ყველას უსამართლობასთან წამოწყებულ საქმეში! ლაზარე E8  118", -  წერია წერილში

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა