დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - თუ ადამიანს არ უნდა, რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს - ნახეთ კადრები! ვერაფერს ხედავთ საეჭვოს?!

ნახვები: 512 შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - თუ ადამიანს არ უნდა, რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს - ნახეთ კადრები! ვერაფერს ხედავთ საეჭვოს?!

თუ ადამიანს არ უნდა, რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს - ნახეთ კადრები! ვერაფერს ხედავთ საეჭვოს?! - ეს განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციის მისამართით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

ბიუროს სხდომაზე “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირებას და პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილებას ცხარე კამათი მოჰყვა, რაზეც პაპუაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომ “თუ არ სურთ, ვერაფერს დაინახავენ“.

„ყველა თქვენი არგუმენტი შეგიძლიათ კომიტეტზე წარმოადგინოთ და გქონდეთ ცხარე კამათი, როგორც კომიტეტის, ასევე პარლამენტის პლენარული სხდომის დროს.

ყველა, ვინც ამ ქვეყნის არევას ცდილობს, ერთადერთი რასაც ემსახურება, ემსახურება რუსეთის ინტერესს - წერტილი! თუ ამაზე ვთანხმდებით, ყველა ჩვენი თუ სხვისი ქმედება ამ პერსპექტივიდან შევაფასოთ. შესაბამისად, ბიურო შეთანხმდა, რომ საქართველოში არეულობის მცდელობა არის მხოლოდ რუსეთის ინტერესი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: - საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა