სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით სიტუაცია საშიშია

ნახვები: 694 ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით სიტუაცია საშიშია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით სიტუაცია საშიშია. ზელენსკი აღნიშნავს, რომ ახლა როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე უკრაინისთვისაც რთული პერიოდია.

„სიტუაცია შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით საშიშია. დიახ, ეს რთული პერიოდია შეერთებული შტატებისთვის და, რა თქმა უნდა, რთული პერიოდია უკრაინისთვის, მაგრამ ფართომასშტაბიანი ომის პირველი დღეებიდან ჩვენ არ გვქონდა დროის იოლი მონაკვეთი, ამიტომ მზად ვართ ნებისმიერი რთული პერიოდისთვის. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია – ევროპა და შეერთებული შტატებიც მზად უნდა იყვნენ ამ პერიოდში ერთად სამუშაოდ, რომ არ დავკარგოთ ეს ერთიანობა“, – განაცხადა ზელენსკიმ გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და კონგრესს მხარდაჭერისთვის.

„მადლობელი ვარ პრეზიდენტი ჯო ბაიდენის, კონგრესის, ვიცი, რომ ჩვენ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა. ვხედავ არსებულ გამოწვევებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შეერთებული შტატები და ევროპა კვლავ უკრაინასთან ერთად იქნებიან და ვფიქრობ, შევძლებთ ამ კრიზისიდან გამოსვლას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა