პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ხოშტარია კუჭავაზე: ადამიანურად მომიკითხა

ნახვები: 472 ხოშტარია კუჭავაზე: ადამიანურად მომიკითხა

„მისი მოსვლის მთავარი მიზანი იყო ადამიანურად მოკითხვა და შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ კახა კუჭავასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატი მოინახულა.

ხოშტარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისის გადაჭრის გზებზე საუბარი არ იყო, ეს უბრალოდ იყო კარგი მაგალითი ადამიანურად მონახულების.

„კახა კუჭავას, რა თქმა უნდა, გავაცანი მოთხოვნები, თუმცა, მისი მთავარი მიზანი მოსვლის იყო ადამიანურად მოკითხვა და შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება. ალბათ ეს მაინც კარგი მაგალითია იმის, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური უმწვავესი კრიზისი რჩება, ამ თემის გადაჭრაზე და გამოსავალზე საუბარი ჩვენ არ გვქონდა, პასუხებიც არ იყო, მაგრამ ეს იყო ადამიანურად მონახულება,"- განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მესამე დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა