მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

„ეს უკვე წამების ფაქტია“ - მარიამ ჯიშკარიანი გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე

ნახვები: 321 „ეს უკვე წამების ფაქტია“ - მარიამ ჯიშკარიანი გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე

„ეს უკვე ფიზიკური ძალის გამოყენებით წამების ფაქტია" - განაცხადა დღეს, 9 ნოემბერს, ცენტრ "ემაპთიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა გუშინ, გლდანის მე-18 დაწესებულებაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

შეგახსენებთ: გუშინ, 8 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს. როგორც სააკაშვილი აცხადებს, ის სასწრაფოს მანქანიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით გადაიყვანეს და მიწაზე ათრიეს.

„ხელისუფლებამ არამარტო ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა მოშიმშილე პატიმარზე, არამედ, უკვე ფიზიკური ძალის გამოყენებით განახორციელა წამების ფაქტი. უპირებდნენ ნემსის გაკეთებას, რაც ყოვლად დაუშვებელია. არანებაყოფლობითი მკურნალობა მხოლოდ სასამართლოს ნებართვით არის შესაძლებელი.

იუსტიციის მინისტრის გუშინდელი განცხადება, რომ თურმე, მიხეილ სააკაშვილმა ბადრაგებზე განახორციელა ზეწოლა და დაამტვრია აპარატურა, რა თქმა უნდა, უკვე არის დარღვევა. იუსტიციის მინისტრი უკვე უნდა იყოს გადაყენებული თანამდებობიდან", - ამბობს ჯიშკარიანი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა