მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

პაატა მანჯგალაძე - ჩემი პოზიციაა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მონაწილეობა მივიღოთ და დავაფიქსიროთ, რა დიდი შეთქმულება მიმდინარეობს

ნახვები: 462 პაატა მანჯგალაძე - ჩემი პოზიციაა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მონაწილეობა მივიღოთ და დავაფიქსიროთ, რა დიდი შეთქმულება მიმდინარეობს

"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მისი პარტია, ისევე, როგორც "ნაციონალური მოძრაობა" იმპიჩმენტთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, რაც შეეხება განხილვას, მანჯგალაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები ექნებათ, თუმცა მისი პოზიციაა, რომ განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

"ჩვენ კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით პოზიცია არ გადაგვიხედავს და მასში მონაწილეობას არ მივიღებთ, არც "სტრატეგია აღმაშენებელი" და არც "ნაციონალური მოძრაობა“.

რაც შეეხება განხილვაში მონაწილეობას, ჩემი პოზიციაა, რომ განხილვაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ და დავაფიქსიროთ, რა დიდი შეთქმულება მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ. საკითხი აქ არ წყდება - იმპიჩმენტს გამოაცხადებენ თუ არა, შეთქმულების დიდი სცენარი, დიდი ღალატია ჩაფიქრებული საქართველოს წინააღმდეგ და ხორციელდება "ქართული ოცნებისა" და რუსეთის მიერ", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა