მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

დავით საყვარელიძე უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს: ალექსეევიჩ, დააოკოთ თქვენს მიერ დაფინანსებული ვირტუალური ძაღლები, მაშინ მაინც, როცა მიმდინარეობს ბრძოლა თავისუფლებისთვის და სიცოცხლისთვის

ნახვები: 396 დავით საყვარელიძე უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს: ალექსეევიჩ, დააოკოთ თქვენს მიერ დაფინანსებული ვირტუალური ძაღლები, მაშინ მაინც, როცა მიმდინარეობს ბრძოლა თავისუფლებისთვის და სიცოცხლისთვის

საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრე პოროშენკოს მიმართავს:

"პეტერ ალექსეევიჩ, ბოლო რამდენიმე კვირა ჩემს გვერდზე თქვენს მიერ დაფინანსებული მხარდამჭერების აქტიური კონცენტრაცია დაფიქსირდა, ისევე როგორც თქვენი მმართველობის ადრინდელ დღეებში.

გთხოვთ, დააოკოთ თქვენს მიერ დაფინანსებული ვირტუალური ძაღლები, მაშინ მაინც, როცა მიმდინარეობს რეალური ბრძოლა ღირებულებებისთვის, თავისუფლებისთვის და სიცოცხლისთვის.

მესმის, რომ ეს თქვენთვის წარმოუდგენელია, რადგან მიჩვეული ხართ იმიტაციებს, თუმცა ჩვენთან ყველაფერი რეალურია!

შეიძლება ადამიანი ფიზიკურად მოკლან. პუტინმა და მისმა მეგობრებმა. ოფიციალურად პუტინის მოწინააღმდეგე ხართ, არა? მიუხედავად ამისა, თქვენი მმართველობის დროს ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ივანიშვილს მიხეილი წაეყვანა. და მასთან ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდით.

გქონდეთ ღირსება, შეიკავოთ თავი. აქ ისტორია იწერება. და ის აფიქსირებს, ვინ და როგორ წარმოაჩინა საკუთარი თავი. ვიმედოვნებ, რომ გესმით, რასაც ვამბობ. გისურვებთ საღ აზრს," - წერს დავით საყვარელიძე.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა