ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“
კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“

სოზარ სუბარი - ფოიერვერკების აკრძალვაზე საუბარი კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაცილებით ნაკლებად საშიშია ეს, ვიდრე ბომბების წვიმა

ნახვები: 476 სოზარ სუბარი - ფოიერვერკების აკრძალვაზე საუბარი კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაცილებით ნაკლებად საშიშია ეს, ვიდრე ბომბების წვიმა

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მიესალმება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს, რომელიც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმების გამკაცრებას ითვალისწინებს.

სოზარ სუბარის თქმით, ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

„ძნელი დასაჯერებელია, რამდენი ადამიანი მომმართავს ხოლმე. ქუჩაში გაივლი, დაგინახავენ პარლამენტის წევრს და გეუბნებიან, რამე გვიშველეთ ამ ხმაურთან დაკავშირებითო. განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებში, არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტს ვიღებთ. რა თქმა უნდა, მარტივი საქმე არ არის ამის აღსრულება, ილუზია ვერ გვექნება, რომ ასპროცენტიანი აღსრულება მოხდება, მაგრამ მოუფრთხილდებიან, განსაკუთრებით რესტორნები, ბარები. ცხადია, ეს შედარებით მარტივი გასაკონტროლებელი და აღმოსაჩენია, ვიდრე სადღაც ვიღაც ფოიერვერკს რომ ისვრის. სტატისტიკაც იმაზე მეტყველებს, რომ აღმოჩენის შემთხვევები მზარდია და უფრო გაიზრდება. ამ კანონპროექტს მივესალმები და მხარს ვუჭერ. ფოიერვერკების აკრძალვაზე ლაპარაკი კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაცილებით ნაკლებად საშიშია ეს, ვიდრე ბომბების წვიმა, რომელსაც ჩვენი ოპოზიცია პერიოდულად ნატრობს. ეს ნახევრად ხუმრობით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონპროექტის პირველი მოსმენით განიხილავენ.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტში კანონპროექტი უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ წარადგინა. როგორც მაია ბითაძემ განმარტა, წარმოდგენილი კანონპროექტით განსაზღვრულია პირველ ჯერზე ფიზიკური პირებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა სანქციის დადგენა 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 1 500 ლარის ოდენობით. ყოველი შემდგომი სამართალდარღვევა განსაზღვრული იქნება ფიზიკური პირებისთვის 150 ლარის ნაცვლად, 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 5 000 ლარის ოდენობით. მესამე შემთხვევაში იქნება 1 000 ლარი ფიზიკური პირებისთვის, 10 000 იურიდიული პირებისთვის. წარმოდგენილი კანონპროექტით, იურიდიულ პირებს გაუთანაბრდებიან ინდივიდუალური მეწარმეები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა