ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

„ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და გვარამია დადიოდნენ ევროპაში და ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე

ნახვები: 436 „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და გვარამია დადიოდნენ ევროპაში და ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუბიექტები, ვისაც ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე ევროსტრუქტურებში კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებაში საკუთარ განცხადებაში გულისხმობდა, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და ნიკა გვარამია არიან.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რასაც მმართველი პარტია დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებდა, პრაქტიკულად დაადასტურა თავად ოპოზიციის წარმომადგენელმა.

„ზოგადად, გუშინ, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ აღიარების დღე. ესეც არის ერთ-ერთი აღიარება. ჩვენ თვეებია ვსაუბრობთ, რომ ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებს. რაც შეეხება სამნიძის განცხადებას, მაქვს ინფორმაცია, რომ ის კონკრეტულ სუბიექტებს გულისხმობდა, კერძოდ ეს არის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და გვარამია. ამ სამ სუბიექტზე ჰქონდა მას ინფორმაცია, თუმცა დეტალებს ის არ აკონკრეტებს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს სუბიექტები დადიოდნენ ევროპაში და არა მარტო ევროპაში, ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რასაც ვამტკიცებდით ამდენი ხნის განმავლობაში, ის პრაქტიკულად დაადასტურა თავად ოპოზიციის წარმომადგენელმა სამნიძემ. რაც შეეხება სტატუსს, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, აშკარად მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ ოლივერ ვარჰეის განცხადებაც არის ამის გამოხატულება. ვფიქრობთ, რომ დეკემბერში სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ და ჩვენს ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია გააგრძელებს ლობირებას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ წელს, შარშანდლისგან განსხვავებით ასეთი ქმედებები ხელს არ შეუშლის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას და მგონია, რომ წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა