თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლევან ხაბეიშვილი - ვწუხვარ, რომ ხატია დეკანოიძე და ხათუნა სამნიძე სტატუსთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, სრული ბოდვა და სიგიჟეა

ნახვები: 460 ლევან ხაბეიშვილი - ვწუხვარ, რომ ხატია დეკანოიძე და ხათუნა სამნიძე სტატუსთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, სრული ბოდვა და სიგიჟეა

ხატია დეკანოიძეზე და ხათუნა სამნიძეზე დაბალი წარმოდგენის არ ვარ და არ მგონია, შემთხვევით რაღაც მოსდიოდეთ. ეს „ქოცური“ პროპაგანდის გაგრძელებას ჰგავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, განცხადებები, რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებას, „სრული ბოდვა და სიგიჟეა“.

„სრული ბოდვა, სიგიჟეა. ვწუხვარ, რომ ეს ადამიანები ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ. ვერ წარმომიდგენია, ეს წინადადებათა წყობა რატომ უნდა მოიფიქრო და შემდეგ თქვა. გულწრფელად არ მინდა დავუშვა, რომ ეს არის მიზანმიმართულად, რუსული პარტიის საამებლად გაკეთებული. არ მინდა, ეს დავუშვა, მაგრამ საზოგადოებაში ნამდვილად ასე გამოიყურება. ამ ადამიანებზე დაბალი წარმოდგენის არ ვარ და არ მგონია, შემთხვევით, რაღაც უგუნურად მოსდიოდეთ. ჩემდა სამწუხაროდ, დაგეგმილად რუსული, „ქოცური“ პროპაგანდის გაგრძელებას ჰგავს. გულწრფელად ვდარდობ ამ ადამიანებზე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის საკითხზე ოპოზიცია არაერთგვაროვან გზავნილებს აჟღერებს და ეს პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა