ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

აშშ-ის სახდეპი - ვგმობთ კირბალთან მკვლელობას, ეს არის განადგურების მორიგი მაგალითი, რაც გამოწვეულია რუსეთის მიერ საქართველოს და სხვა ტერიტორიების ოკუპაციით

ნახვები: 486 აშშ-ის სახდეპი - ვგმობთ კირბალთან მკვლელობას, ეს არის განადგურების მორიგი მაგალითი, რაც გამოწვეულია რუსეთის მიერ საქართველოს და სხვა ტერიტორიების ოკუპაციით

ჩვენ ვგმობთ კირბალთან მომხდარ მკვლელობას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მორიგი მაგალითი, როგორ მიმდინარეობს განადგურება, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის შედეგად არის გამოწვეული.

„მე უბრალოდ გავიმეორებ იმას, რაც უკვე ითქვა, რომ ჩვენ ვგმობთ ამ მკვლელობას. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს განადგურება, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიისა და სხვა ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად. ეს არის ის, რაზეც ჩვენ განვაგრძობთ მონიტორინგს“, – განაცხადა პატელმა.

კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა