მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

იენს სტოლტენბერგი - დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს მოკავშირეები, ზოგიერთი წევრის პოზიციის მიუხედავად, უკრაინისთვის არსებითი მხარდაჭერის აღმოჩენას გააგრძელებენ

ნახვები: 465 იენს სტოლტენბერგი - დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს მოკავშირეები, ზოგიერთი წევრის პოზიციის მიუხედავად, უკრაინისთვის არსებითი მხარდაჭერის აღმოჩენას გააგრძელებენ

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ნიდერლანდების ახალი პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, ალიანსის მოკავშირეები უკრაინის დახმარებას განაგრძობენ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ უკრაინას დახმარება თანდათან ნელდება, იმის გათვალისწინებით, რომ სლოვაკეთი, ნიდერლანდები და უნგრეთი თავიანთ რიტორიკას ცვლიან, სტოლტენბერგმა უპასუხა:

„ჩვენ ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია დახმარება. დავაკვირდი, რომ დახმარება უნდა გაიზარდოს და უნდა გაიზარდოს უზრუნველყოფის ტემპიც. ის ფაქტი, რომ ნატო-ს წევრები უზრუნველყოფენ მოწინავე რაკეტების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, თანამედროვე საბრძოლო ტანკების მიწოდებას - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი თანამედროვე დახმარების მაგალითებია. დახმარებას ვუწევთ უკრაინას, რადგან ეს ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია. დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინისთვის არსებითი მხარდაჭერის აღმოჩენას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მოკავშირეები არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც აჩვენებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა