მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს - უხამსი ეპითეტებისგან თავი შეიკავე - გთავაზობ, დავსხდეთ ექსპერტებთან ერთად და კონკრეტული გეგმა დავსახოთ

ნახვები: 519 გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს - უხამსი ეპითეტებისგან თავი შეიკავე - გთავაზობ, დავსხდეთ ექსპერტებთან ერთად და კონკრეტული გეგმა დავსახოთ

უხამსი ეპითეტებისგან თავი შეიკავე - გთავაზობ, დავსხდეთ ექსპერტებთან ერთად და კონკრეტული გეგმა დავსახოთ, თუ მზად ხარ, შეგვიძლია, რომ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომ ვაშაძე სატრანსპორტო პოლიტიკას არ იცნობს.

ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნული პრობლემის გარშემო მსჯელობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და ამბობს, რომ თბილისში არსებული სატრანსპორტო კოლაფსი მოუგვარებელი პრობლემა არ არის:

„კახი კალაძეს მინდა გამოვეხმაურო: პირველი - საზოგადოებრივ ტრანსპორტში რაც ხდება, ეს არის არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგი და ეს არის სიმართლე.

მეორე - ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ ამის გადაწყვეტის გზები არ არსებობს, ვაშინგტონში ვარ ახლა და თუ აშშ-ს დედაქალაქში გადაჭრეს ეს პრობლემა, შესაძლებელია საქართველოშიც გადავწყვიტოთ.

მესამე - თუ შენი შეთავაზება ძალაშია, რომ მზად ხარ მოისმინო საქმიანი შეთავაზებები და ეს არ არის მოჩვენებითი, გთავაზობ, ორშაბათს თბილისში ვიქნები და შენთვის სასურველ დროს, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, ურბანისტებთან ერთად დავსხდეთ. გავიაროთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც არსებობს და სამი კომპონენტისგან შემდგარი გეგმა გავაკეთოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ახლა, რომ ცოტა მაინც შევამსუბუქოთ ეს ვითარება, შემდგომ კი დავსახოთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები, რაზეც ძალიან ბევრი მოსაზრება გვაქვს.

უხამსი ეპითეტები საქმეს ხელს უშლის და მაინც მოგიწოდებ, რომ შეიკავო თავი ამ უხამსი ეპითეტებისგან. ველი შენგან გამოხმაურებას, თუ მზად ხარ, ჩვენც მზად ვართ, რომ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა“, - განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა