საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

„თითქმის ყველა წევრი პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია„ - კობახიძე ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექიმთა კონსილიუმზე

ნახვები: 357 „თითქმის ყველა წევრი პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია„ - კობახიძე ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექიმთა კონსილიუმზე

„თითქმის ყველა წევრი ამ ჯგუფის არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული რაც დასტურდება არაერთი მათი საჯარო განცხადებით," - განაცხადა დღეს, 17 ნოემბერს, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფზე საუბრისას.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და 48-ე დღეა, შიმშილობს. რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილი რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს, სადაც მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს. ამასთან, იგივე მოთხოვნით, ათი დეპუტატი შიმშილობს. ასევე, ორ კვირაზე მეტია, შიმშილობს „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიაც. „თქვენ იცით ზოგადად, როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი ლომჯარიას მიმართ, ეს იცით, ეს ერთი და ნდობას რომ არ იმსახურებს, ეს გამომჟღავნდა იმ შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა. ყველა ხედავთ, რომ თითქმის ყველა წევრი ამ ჯგუფის არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული რაც დასტურდება არაერთი მათი საჯარო განცხადებით. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესი ამ ნაბიჯის უკან, ძალიან ნათლად იკვეთება, ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელსაც ნინო ლომჯარია დგამს", - თქვა კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა