პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

შარლ მიშელი - გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გაფართოება არის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი, რომელსაც ვუგზავნით ევროპელ და კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებს

ნახვები: 561 შარლ მიშელი - გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გაფართოება არის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი, რომელსაც ვუგზავნით ევროპელ და კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებს

სამიტი, რომელიც ახლახან დასრულდა, იყო ისტორიული, რადგან გადავწყვიტეთ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნა, საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, გაფართოება არის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი, რომელსაც ევროპელ და კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებს უგზავნიან.

„რუსეთის აგრესიის ომმა უკრაინის წინააღმდეგ უკვე ღრმად შეცვალა ევროკავშირი. ჩვენ გავამყარეთ მშვიდობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის ღირებულებები. სამიტი, რომელიც ახლახან დასრულდა, იყო ისტორიული, რადგან ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნა,  საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭება. ჩვენ ასვე შევთანხმდით, რომ გავხსნით მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, როგორც კი ისინი მიაღწევენ კრიტერიუმების შესაბამისობის საკმარის დონეს და ჩვენ გვაქვს მარტში დაგეგმილი შეხვედრა. ეს არის ჩვენი მკაფიო არჩევანი, რადგან ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ გაფართოება არის ინვესტიცია მშვიდობაში, უსაფრთხოებაში და კეთილდღეობაში. ეს არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური გზავნილი, რომელსაც ვუგზავნით ევროპელ მოქალაქეებს და კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებსა და დანარჩენ მსოფლიოს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა