დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

ირაკლი კობახიძე - მგონია, სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი

ნახვები: 536 ირაკლი კობახიძე - მგონია, სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი

სააკაშვილი დროდადრო ცდილობს, გაითამაშოს დემენცია, რაც სინამდვილეში არ სჭირს, მაგრამ პერიოდულად ცდილობს, გაითამაშოს. არასერიოზულია ეს ყველაფერი, – ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაზე, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს.

„მე ვერ გაგცემთ პასუხს. ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი, რადგან მას არ ეკუთვნის ობიექტურად საავადმყოფოში ყოფნა. ასე მგონია, ვინაიდან მას არავითარი დაავადება არ აქვს. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი შეფასება, თუმცა შესაბამისი უწყებები იღებენ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, მე არ მაქვს კომპეტენცია, ამ შეკითხვაზე პასუხი გაგცეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა