სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

მიხეილ სარჯველაძე - სწორია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობდეს

ნახვები: 578 მიხეილ სარჯველაძე - სწორია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობდეს

რა თქმა უნდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პარტიულ ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს, მისი ავტორიტეტისა და მის მიმართ არსებული პატივისცემის გათვალისწინებით, ის ამ პროცესში ჩართული იქნება, რაც ნორმალურია, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ პარტიის განახლებულ წესდებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს.

ამასთან, როგორც სარჯველაძე აცხადებს, პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებები იმას არ ნიშნავს, რომ მოსალოდნელია სამთავრობო ცვლილებები.

სარჯველაძის შეფასებით, ინსტიტუციურად და ლოგიკურად სწორია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას იღებდეს და „ის, რაც ნორმალურია, დე იურე პარტიის წესდებაში აისახა“.

„არ მგონია, ვინმეს ამ ყველაფერში სენსაციური ამბის დანახვის მიზეზი ჰქონდეს. ახალი რედაქციის წესდებაში ასახულია, თუ რა ფუნქციის მატარებელი იქნება პარტიის საპატიო თავმჯდომარე. მასში სენსაციური და უცნაური არაფერია. ახალი სისტემა ლოგიკური და არგუმენტირებულია.

ზოგადად, როდესაც საპატიო თავმჯდომარის ინსტიტუტზე შევთანხმდით, გაანალიზება სჭირდებოდა თუ როგორ იქნებოდა გათვალისწინებული მმართველობის სტრუქტურაში. ეს მმართველობის სტრუქტურაში ზუსტად იმ სახით ჩამოყალიბდა, როგორც ეს წარმოდგენილია წესდებაში. იგივე კითხვა შეგიძლიათ ნებისმიერ სხვა სტრუქტურულ ერთეულთან დაკავშირებითაც დასვათ, თუ რატომ გააჩნია პარტიის პოლიტსაბჭოს თუ სხვა სტრუქტურას ესა თუ ის უფლებამოსილება. არ გაგაჩნიათ მიზეზი, რომ ამ ყველაფერში კონსპირაციების თეორიები ეძიოთ.

რა თქმა უნდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პარტიულ ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს, მისი ავტორიტეტისა და მის მიმართ არსებული პატივისცემის გათვალისწინებით, ის ამ პროცესში ჩართული იქნება, რაც არის ნორმალური“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა