თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ანრი ოხანაშვილი - ასეთი მასშტაბის ბოლშევიზმის გამოვლინება რადიკალური ჯგუფების მხრიდან არ მახსენდება

ნახვები: 564 ანრი ოხანაშვილი - ასეთი მასშტაბის ბოლშევიზმის გამოვლინება რადიკალური ჯგუფების მხრიდან არ მახსენდება

ასეთი მასშტაბის ბოლშევიზმის გამოვლინება რადიკალური ჯგუფების მხრიდან, არ მახსენდება - სხვა სივრცეს არ ტოვებს, რომ არა შესაბამისი საკანონმდებლო რეაგირება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აჩენს თუ არა ერთი კონკრეტული შემთხვევა, რომელიც სტალინის გამოსახულებასთან იყო დაკავშირებული, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობის გამკაცრების საჭიროებას და ახსენდება თუ არა მსგავსი შემთხვევები.

მისივე თქმით, თუ ვინმეს რაიმე არ მოსწონს, ამის გამოხატვის და გაპროტესტების სხვა ფორმები არსებობს.

"ასეთი მასშტაბის ბოლშევიზმი და ასეთი მასშტაბის ბოლშევიკური ქმედება, რასაც ბოლშევიკები აკეთებდნენ, არავის გაუკეთებია და შესაბამისად, მასშტაბი, რაც მიიღო ამ ქმედებამ, ეს არის ყოვლად აღუწერელი და აუხსნელი. ამ ხალხს, ვინც ამას აკეთებს, დღეს არ დაუწყიათ ეს ქმედებები, უბრალოდ ეს იყო სრულიად სხვა მასშტაბის ქმედება, რომ იკადრეს და ტაძარში განახორციელეს ასეთი რამ.

რაც შეეხება მათ ნაბიჯებს, ეს ბევრად ადრეა დაწყებული, ეს ხალხი ებრძვის ეკლესიას, რელიგიას და ეს არ არის მხოლოდ ქრისტიანობას და მართლმადიდებლობას. ეს ბევრად ადრეა დაწყებული. ეს მასშტაბი, რაც ამან შეიძინა, სხვა სივრცეს არ ტოვებს, რომ არა, შესაბამისი საკანონმდებლო რეაგირება. ასეთი მასშტაბის ბოლშევიზმის გამოვლინება ამ რადიკალური ჯგუფების მხრიდან მე არ მახსენდება. როცა ამბობ, რომ რაღაცას ებრძვი და ამას აკეთებ ბოლშევიკური მეთოდებით, ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება.

თუ ვინმეს რაიმე არ მოსწონს, არსებობს ცივილური გამოხატვის ფორმა და ეს არის დემოკრატიის მონაპოვარი და არა რელიგიური შენობა - ნაგებობების და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფა. თუ ვინმეს რაიმე არ მოსწონს, ამის საჯაროდ და სხვადასხვა ფორმით გამოხატვის, გაპროტესტების ძალიან დიდი სივრცეა", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მმართველი უმრავლესობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა