ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ვოლსკი HRW-ის ანგარიშზე: ამ ბრალდებას აქვს გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი

ნახვები: 553 ვოლსკი HRW-ის ანგარიშზე: ამ ბრალდებას აქვს გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი

"ამ ბრალდებას აქვს გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი", - ასე ეხმაურება ოცნების დეპუტატი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის კრიტიკულ ანგარიშს.

მისი მტკიცებით, ორგანიზაცია ისეთ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაც კონკრეტული პარტიის ინტერესებში შედის. 

"ამ ბრალდებას აქვს გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი. ეგეთი არ მომხდარა. შენ ამას გამოიყენებ, ეს რუსული კანონია, ეს არის პოლიტიკური განცხადებები, რომელიც, რასაკვირველია, კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურება", - ამბობს ვოლსკი.

***

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა ადამიანის უფლებების მიმართულებით 100-ზე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ადამიანების უფლებების მდგომარეობა შეფასებულია, როგორც "არათანაბარი". ამასთანავე ყურადღება გამახვილებულია მოვლენებზე, რომლებიც ე.წ. "რუსული კანონის" მიღებისას განვითარდა. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, კანონი გამოხატვის თავისუფლებას ძირს უთხრიდა.

Human Rights Watch-ის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თავდასხმას მედიაზე და მთავრობის მხრიდან მომავალ მტრულ რიტორიკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.

გარდა მედიაგარემოსი, ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებულ გამოწვევებს შორის დასახელებულია შრომის უსამართლო პირობები, ძალადობა ქალებსა და ლგბტ თემის წინააღმდეგ, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცველი სტრუქტურების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან მიმართებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა