მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

იტალიის სუპერთასის ფინალში ნაპოლის ინტერი დაუპირისპირდება

ნახვები: 570 იტალიის სუპერთასის ფინალში ნაპოლის ინტერი დაუპირისპირდება

იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ინტერმა“ „ლაციო“ 3:0 დაამარცხა და ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

საუდის არაბეთში, ერ-რიადის „ალ-ავალ პარკზე“ გამართული შეხვედრა მილანელებმა დამაჯერებლად დაიწყეს და უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს – მე-17 წუთზე ანგარიში ფედერიკო დიმარკოს გადაცემით, მარკუს ტურამმა გახსნა.

მეორე ნახევარში, 49-ე წუთზე „ლაციოს“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჰაკან ჩალჰანოღლუმ შეასრულა და „ინტერის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი 87-ე წუთზე დავიდე ფრატესმა დააფიქსირა – 3:0.

იტალიის სუპერთასის ფინალური დაპირისპირებაც ერ-რიადში გაიმართება – 22 იანვარს, 23:00 საათზე „ინტერი“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში „ფიორენტინას“ ასევე 3:0 მოუგო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა