ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

კანდელაკი პაპუაშვილს: სამშობლოს მტრობა სტალინის განდიდებაა და არა მასზე ისტორიის კვლევა

ნახვები: 548 კანდელაკი პაპუაშვილს: სამშობლოს მტრობა სტალინის განდიდებაა და არა მასზე ისტორიის კვლევა

სოვლაბის წევრი, გიორგი კანდელაკი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პასუხობს. მისი თქმით, სამშობლოს მტრობა სტალინის განდიდებაა და არა მასზე ისტორიის კვლევა.

"სამშობლოს მტრობა სტალინის შესახებ სიმართლის საუბარი კი არ არის, სამშობლოს მტრობა და წინაპრების შეურაცხყოფა მისი დანაშაულების შესახებ და ჩვენი სტალინის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიაზე საუბარი კი არ არის, ჩვენი წინამორბედების და წინაპრების ხსოვნის შეურაცხყოფა, ვინც დაიღუპა მე-20 საუკუნეში, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, არის სტალინის განდიდება, აი, ეს არის სამშობლოს მტრობა და არა სტალინის შესახებ მისი ისტორიის კვლევა და ა.შ.", - ამბობს კანდელაკი.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოვლაბის წევრს, გიორგი კანდელაკს, ასევე, ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელს, ბექა მინდიაშვილს ესხმის თავს და მათ "საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმაში" ადანაშაულებს.

პაპუაშვილი საუბრობს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის მაგალითად მოჰყავს იოსებ სტალინის გამოსახულებიანი ხატი და აცხადებს, რომ ეს შეტევა "კოორდინირებულია".

მისი თქმით, "დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის" ნაზავი გასცდა ეკლესიაზე აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს და მიუახლოვდა იმ "საშიშ ზღვარს, რომლის მიღმაც სამოქალაქო მშვიდობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეიძლება იყოს".

პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს არასამთავრობო სექტორების დაფინანსებაზეც და აცხადებს, რომ "ე.წ. ენჯეო-სექტორი თითქმის სრულად არის დომინირებული პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც უცხოური დაფინანსებით პარტიულ პროპაგანდას ეწევიან".

ის ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელს, ბექა მინდიაშვილს "რელიგიურ შეუწყნარებლობასა და რელიგიური ისტერიის გაღვივებაში" ადანაშაულებს და ხაზს უსვამს, რომ ცენტრი USAID-ის ერთ-ერთი პროგრამით ფინანსდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა