მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

უკრაინამ ორლოვოს, სმოლენსკისა და ტულის ოლქებს დრონებით შეუტია

ნახვები: 431 უკრაინამ ორლოვოს, სმოლენსკისა და ტულის ოლქებს დრონებით შეუტია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ იუწყება.

როგორც  უწყებაში აცხადებენ, 20 იანვრის ღამეს განგაში გამოცხადდა ორლოვოს, სმოლენსკისა და ტულის ოლქებში.

მათივე ცნობით, რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა მხოლოდ სმოლენსკში სამი უკრაინული დრონი ჩაოაგდეს. ასევე იუწყებიან უპილოტოების განადგურებაზე ორლოვოსა და ტულის ოლქებშიც. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

რუსული მედიის ცნობით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ასევე შენიშნეს ქალაქ სანქტ-პეტერბურგთან. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლენინგრადის ოლქში ხანძარი გაჩნდა უატ-ლუგის პორტის ტერმინალში. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, დაშავებულები არ არიან და ტერმინალის პერსონალი დროულად იყო ევაკუირებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა